I am online IT

პირველი ქართული Online Support კომპანია

პაკეტები

ჩვენ შესახებ

კომპანია „IThelp“ (შემდგომში „კომპანია“) წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომლის მიზანია დანერგოს ონლაინ დახმარების სერვისი, რომელიც მოემსახურება როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებსაც.
კომპანია მიზნად ისახავს, მომხმარებელს გაუმარტიოს არსებული პრობლემა და დაეხმაროს მის გადაჭრაში, მოგვარებაში. მაქსიმალურად შეუმციროს ხარჯი და ნახოს დანაზოგი ხარისხიანი სერვისის სახით. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა „აიტი“ მომსახურებას, რომელსაც მომხმარებელი კომპანიის მიერ დაწესებული პაკეტების მიხედვით აირჩევს.
„IThelp” – მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი ეთანხმება კომპანიის მიერ შეთავაზებულ მომსახურების წესებს და პირობებს.
მომსახურება, რეგისტრაციის წესები, მომსახურების საფასური და სხვა ინფორმაცია მოცემულია კომპანიის ვებ გვერდსა (IAMONLINE.IT) და საიტის ოფიციალურ Facebook გვერძე. ეს პირობები შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომელიც აისახება საიტზე და Facebook გვერდზე, რაც სავალდებულოა მომხმარებლებისთვის.